“ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში”,- ასე ეხმაურება მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს.
როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, ეს ფაქტი „აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა“.
„ამასთან დაკავშირებით ვერავინ შეძლებს, რომ საპირისპირო არგუმენტი თქვას, რატომ არ უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან” N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას.
პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა”, კლინიკიდან გამოწერეს.
