მსახიობ ნიკა ქაცარიძის მეუღლე ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:
,, კნეინა შენ ყველაზე ძლიერი ხარ” ძლიერი კი არა ყველაზე უსუსური და სუსტი აღმოვჩნდი შენ რომ ვერაფრით გიშველე, ჩემს ტკივილს ვერავის მოგახვევთ თავს, უბრალოდ გეტყვით, რომ ამ ტკივილს მტერსაც არ ვუსურვებ.
უამრავი მესიჯი და კომენტარი მომდის, მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ”, – წერს ნინო ბერიძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევაა. ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
თეატრის სცენაზე განსახიერებული აქვს არაერთი როლი. მონაწილეობდა სპექტაკლებში: “შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ“, “დარისპანის გასაჭირი“, “ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და… პრეზიდენტი“, “სალამურა“, “პატარა უფლისწული“ და სხვა.
https://mix.metronome.ge/25047-2/