Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

November 12, 2025
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

განვითარებული მოვლენების გათვალიწსინებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უნივერსიტეტი ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს და მზაობას გამოთქვამს სამართლიანობის აღსადგენად და ონების დასაბრუნებლად კანონის ფარგლებში კვლავ განაგრძოს ბრძოლა.

„მას შემდეგ, რაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ღიად და გამჭვირვალედ დაიწყო ბრძოლა საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გახშირდა დისკრედიტაციის მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორზე, აკადემიკოს დავით გურგენიძეზე აშკარა და ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის აგორების მცდელობები, რაც საზოგადოების შეცდომაში გამიზნულად შეყვანას ისახავს მიზნად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნულ ფაქტებს განიხილავს როგორც დაინტერესებული მხარისაგან წარმოებულ ზეწოლას და მცდელობას, დაიფაროს ის უსამართლობა, რასაც 2004-2008 წლებში ეტაპობრივად და გამიზნულად ჰქონდა ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ და რაც დასრულდა კიდეც მისი კუთვნილი უძრავი ქონების უკანონო გასხვისებითა და საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელ გიული ალასანიასთვის გადაცემით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ ქალბატონი გიული ალასანია, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, იმდროინდელი დანაშაულის დაფარვის მიზნით, დღეს ცდილობს პირდაპირი თუ ირიბი დარტყმები მიაყენოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს და მოახდინოს უნივერსიტეტის დისკრედიტაცია საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის თვალში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკანონოდ გასხვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დასაბრუნებლად ბრძოლის დაწყებისთანავე გამოთქვამდა და ახლაც გამოთქვამს მზადყოფნას, ღირსეულად გაუმკლავდეს და კანონიერი გზით მოიგერიოს ის დარტყმები, ზეწოლა და თავისი კანონიერი მოთხოვნის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის უხეში მცდელობები, რასაც დაინტერესებული მხარისაგან, პირდაპირ თუ ირიბად, არაერთხელ ჰქონია ადგილი სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეში, სოციალურ ქსელებსა და განსაკუთრებით, რადიკალურად განწყობილი ტელეკომპანიების ეთერში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ამჯერადაც სწორედ აღნიშნული თემაა ტელეკომპანია “ტვ პირველის” ჟურნალისტის – მაკა ჩიხლაძის ირიბი დაინტერესების და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე, მის რექტორსა და სამეცნიერო წრეებზე მორიგი შეტევის მიზეზი, რაც რექტორისა და მისი ოჯახის ქონებით, ასევე, საუნივერსიტეტო ქონებით დაინტერესებაში გამოიხატება.

გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და მისი ოჯახი 2001 წლამდე პერიოდში ეწეოდნენ ბიზნესსაქმიანობას და ფლობდნენ სოლიდურ ქონებას – აღნიშნული ფაქტი ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დავით გურგენიძე წარმატებით ახორციელებდა ბიზნესს ჯერ რუსეთში, შემდეგ კი ავსტრიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 2001-2004 წლებში, საჯარო მოხელედ მუშაობის პერიოდში, დავით გურგენიძე იმდროინდელი სახელმწიფო უწყების – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს მოთხოვნის შესაბამისად, რეგულარულად ავსებდა „ცნობას თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების წარმოდგენის თაობაზე, რომლებშიც მითითებულია მისი კუთვნილი ქონების წარმოშობის, მათ შორის 2001 წლამდე შეძენილი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია. 2004 წლიდან კი დავით გურგენიძემ დატოვა საჯარო სამსახური და ისევ ბიზნესსაქმიანობას დაუბრუნდა. 2007-2010 წლებში კი უკანონოდ ჩამორთმეული მრავალმილიონიანი ქონების დასაბრუნებლად, რაც ასევე ცნობილია საზოგადოებისთვის, დავით გურგენიძემ და მისმა ოჯახმა მრავალგზის შევიწროება, დევნა და არაერთი სირთულე გადაიტანეს. დღეის მდგომარეობით, უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შესაბამისად, დავით გურგენიძისა და მისი ოჯახისთვის დაბრუნებას ექვემდებარება.

საზოგადოება ინფორმირებულია იმის შესახებაც, რომ დავით გურგენიძე 2012 წლიდან დღემდე სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეწევა, არის ცნობილი მეცნიერი და ჰიდროინჟინერი; 2020 წლიდან ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორია, რომელიც 2024 წელს მეორე ვადით იქნა არჩეული; არის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, მსოფლიოს არაერთი წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და წარმატებით ეწევა საინჟინრო-კვლევით საქმიანობას მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო კოლაბორაციებში, ხოლო ბიზნესსაქმიანობას მისი ოჯახის წევრები აგრძელებენ, რომლებიც არ არიან დასაქმებული საჯარო სამსახურში.

საგულისხმოა ისიც, რომ “ტვ პირველის” ჟურნალისტი საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედ ერთ-ერთ უძველეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველ უმაღლეს საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სკოლას, რომელიც უკვე 103 წელია ქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველს, დაუსაბუთებლად ედავება და ეჭვქვეშ აყენებს საუნივერსიტეტო სისტემაში მოქმედი ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის ვაკის რაიონში მდებარე ამორტიზებული შენობის აუქციონის წესით გაყიდვისა და მის ნაცვლად თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი კვლევითი კომპლექსის აშენების ნამდვილობას – მით უმეტეს, რომ ამორტიზებული შენობა 2018 წლიდან აღარ წარმოადგენს სტუ-ის საკუთრებას და გადასულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე. ამასთან, აღნიშნული შენობის აუქციონის წესით გასხვისება არ წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრეროგატივას; შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამ პროცესში არასოდეს ჩარეულა და ვერც ჩაერეოდა.

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტისთვის ახალი კვლევითი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ უკვე შერჩეულია ვრცელი მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში, სტუ-ის კუთვნილ ტერიტორიაზე; დამტკიცებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან, ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთანავე, წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტისთვის დაიწყება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კომპლექსის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი გახდება სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო უახლესი-ტექნიკა დანადგარების და ლაბორატორიების მონტაჟი, ხოლო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს შეექმნებათ საუკეთესო გარემო მუშაობისა და კვლევისთვის.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას, სამართლებრივი გზითა და კანონიერიერების ფარგლებში ღირსეულად დაიცვას თავისი სიმართლე და სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების ინტერესები.

ამასთან ერთად, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე გამოხატავს სრულ მზაობას მიუკერძოებელ საზოგადოებრივ სივრცეში დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია როგორც პირადი თუ თავისი ოჯახის, ასევე საუნივერსიტეტო ქონების შესახებ,” – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გახსნილია 6 წლის წინ მომხდარი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ” – შსს
  • ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 41 ადამიანი დაიღუპა
  • როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge