Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დედოფლისწყაროში ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოვავლინეთ” – სეს

November 12, 2025
“დედოფლისწყაროში ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოვავლინეთ” – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტო რძისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოების კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთში, დედოფლისწყაროში ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული მოკვლევის შედეგად, ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს.
ფიზიკური პირი მ.გ (მისამართი: დედოფლისწყარო, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია) ყველს, რეალიზაციის მიზნით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე აწარმოებდა. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო ამოღებული სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდა.
გარდა ზემოაღნიშნული ფაქტისა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხელმეორედ შეუჩერდა საწარმოო პროცესი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში რძის გადამმუშავებელ არარეგისტრირებულ საწარმოს. ფიზიკური პირი თ.ბ, სააგენტოს მიერ წარმოების პროცესის შეჩერების მიუხედავად, თვითნებურად აგრძელებდა საქმიანობას (ყველის წარმოება), რისთვისაც მეწარმე, დარღვევის განმეორების გამო, 5000 ლარით დაჯარიმდა.

2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაქსიმალურად გაააქტიურა რძისა და რძის გადამამუშავებელი წარმოებების კონტროლი. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.”, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გახსნილია 6 წლის წინ მომხდარი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ” – შსს
  • ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 41 ადამიანი დაიღუპა
  • როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge