მამაკაცმა ყოფილ ცოლს 11 ჭრილობა მიაყენა – შემთხვევა 31 ოქტომბერს ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. დავით ზურაბაშვილმა ყოფილ ცოლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
როგორხ ირკვევა, დაჭრილ ქალს კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ფაქტზე გამოძიება, 19-109-ე (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 151-ე პრიმა (ადევნება, უკანონო თვალთვალი) მუხლებით დაიწყო.
“ვინმე დავით ზურაბაშვილი, რომელსაც 3.5 წელი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის გამო, 1 წლისა და 4 თვის შემდეგ, ამ წლის 15 აგვისტოს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ, 31 ოქტომბერს ის ისევ დაესხა თავს მის ყოფილ ცოლს და 11 ჭრილობა მიაყენა დანით. ქალი დღემდე საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ეს მოხდა დღისით მზისით ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. 10 დღე გავიდა და მოძალადე ჯერ ისევ არ არის დაკავებული, რადგან პოლიციას არ სცალია, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დასდევს და აპატიმრებს პირბადეების ტარების თუ ქუჩის გადაკეტვის გამო. ციხეები სავსეა პოლიტპატიმრებით, კრიმინალები დარბიან ქუჩებში და ადამიანებს ჩეხავენ!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქმეს მიხედეთ და მორჩით ენაგადმოგდებული ძაღლებივით ძუნძულს აქციის მონაწილეებთან ერთად“ – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე.
