ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მიიყვანეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მისი საქმის პროცესი უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, პროკურატურა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის პოლიციელზე თავდასხმას ედავება – სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
საბოლოოდ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას ბრალი უფრო მსუბუქი მუხლით გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
