მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა – ინფორმაცია “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც ირკვევა, ცხედარი გუშინ, გვიან ღამით იპოვეს. უცნობია, როდის მოხდა შემთხვევა.
