Friday, January 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“რამდენიმე დასკვნა გამოვიტანე, შეიძლება ვცდები, მაგრამ…” – ლევან ლორთქიფანიძე პრეზიდენტს შეხვდა

January 10, 2022
“რამდენიმე დასკვნა გამოვიტანე, შეიძლება ვცდები, მაგრამ…” – ლევან ლორთქიფანიძე პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტოლოგი ლევან ლორქთინფანიძე ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. აღნიშნული აუდიენციის შესახებ ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში თავად წერს:

“მქონდა პატივი შობის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს პრეზიდენტის სტუმარი ვყოფილიყავი. ჩვენი შეხვედრა არაოფიციალური გახლდათ, რადგან მე არც პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ და არც რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოვადგენ. ეს იყო პირადი აუდიენცია სახელმწიფოს მეთაურსა და აქტიურ მოქალაქეს შორის, რომელიც სწავლობს და ასწავლის პოლიტიკის მეცნიერების ერთ პატარა დარგს. პირისპირ შეხვედრას მხოლოდ ერთი არსება ადევნებდა თვალს – გომბორის უღელტეხილზე ნაპოვნი მეტისი ძაღლი ( ანუ „დვარნიაშკა“), „გომბორა“. ხმა არ ამოუღია, არც შემოუღრენია.

საუბრის ძირითადი თემა ქ-ნი სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესი გახლდათ. ჩვენი მსჯელობიდან გამომდინარე რამდენიმე დასკვნა გამოვიტანე, შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ:

 ეროვნული თანხმობის პროცესი სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეებში ჩარევას არ გულისხმობს.

 პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინიციატივის აღსანიშნავად არ იყენებს ტერმინს “შერიგება”.

ამ პროცესის ინიციატორს არ აქვს იმედი, რომ პარალელურ საზოგადოებებად დაყოფილ, ერთმანეთთან უმწვევეს ბრძოლაში ჩართულ ადამიანებს შორის ეროვნული თანხმობა ერთბაშად მიიღწევა. პირველ ეტაპზე მხოლოდ თანხმობის საფუძვლები, კონტურები უნდა გამოიკვეთოს. საქართველოს უახლესი წარსულიდან და აწმყოდან რამდენიმე მარცვალი მაინც უნდა შევკრიბოთ, რაზეც ყველანი ვთანხმდებით.

 ეროვნული თანხმობის პროცესში მხოლოდ პოლიტიკური პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას. საზოგადოება მხოლოდ პარტიებისგან ან გავლენიანი წრეებისგან არ შედგება! პირიქით, მგონი, პრეზიდენტი შეეცდება, რომ შეძლებისდაგვარად მეტი ადამიანი, მეტი ჯგუფი, მეტი ორგანიზაცია ჩართოს ამ საქმეში, მათდამი თავისი პირადი დამოკიდებულების მიუხედავად.

 რა მეთოდით შეიძლება წარიმართოს პროცესი? დემოკრატიის თეორიებში გვაქვს „დელიბერაციის“ ცნება. ჩემი დაკვირვებით, ქ-ნ პრეზიდეტსაც ყველაფრის დაწყება დელიბერაციით სურს. მაშასადამე, იგი ინდივიდუალური გამოხმაურებებისა და უსაგნო დაპირისპირებების ნაცვლად, ემხრობა მრავალსუბიექტიან, მშვიდ დიალოგს, დისკუსიას, რათა უახლესი ისტორიისა და მიმდინარე მომენტის შესახებ რამდენიმე უმცირეს პუნქტზე მაინც შევჯერდეთ, აღმოვაჩინოთ წერტილები, რომელიც ყველას გვაკავშირებს (და არა მხოლოდ პარტიებს, მათ ბევრი აქვთ საერთო) ერთმანეთთან. ყველაფერი სიტყვით, მსჯელობით იწყება. დისკუსიების ფორმატი, მუშაობის წესები ნელ-ნელა შეთანხმდება.

ცხადია, პატივსაცემ მასპინძელს ვუთხარი, რომ უმძიმეს საქმეს შეეჭიდა. აღვნიშნე, რომ ბევრი დაუნდობლად დაესხმება თავს მის ინიციატივას ან შუა გზაზე დააღალატებს. მაგრამ ისიც ვთქვი, რომ მოცემული პოლიტიკური კულტურისა და კლასის მქონე სახელმწიფოში საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიზანი სწორედ თანხმობის წახალისება უნდა იყოს. ბუნებრივია, მისთვის ახალი არაფერი მითქვამს, მაგრამ მგონი, არ სწყენია, როდესაც მცდელობისთვის მადლობა გადავუხადე და წარმატებები ვუსურვე.
დამნაშავეების პასუხისმგებლობის გათავისუფლებას, სინანულის გარეშე ბოროტმოქმედებთან შერიგებას ამ საზოგადოებაში ბევრი არ ვაპირებთ! ეს საკითხი არც განიხილება! თუმცა, შეიძლება ვიფიქროთ და შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა აერთიანებს საქართველოს მთელ მოსახლეობას ისტორიისა და ჩამორჩენილი ეკონომიკის გარდა. ამ საქმეში ჩემს მხარდამჭერ სიტყვას ქვეყანაზე შეყვარებულ პატრიოტ პრეზიდენტს უთუოდ შევაშველებ, თუ გამოადგება რამეში.

ძალიან გამიხარდა, რომ პრეზიდენტმა ჩემი სტუდენტების შესახებ იკითხა. კინაღამ ვუთხარი, პროექტები საშინლად მოამზადეს და ახლა ფეხს ვითრევ, რათა ხელახალი მოსმენა დავუნიშნო-მეთქი.

აუდიენცია ნავარაუდებზე გაცილებით დიდ ხანს გაგრძელდა, კიდევ ბევრ რამეზე მოვასწარი მისი აზრის გაგება. თუმცა, პირადი საუბრის დეტალებს პატიოსნად ვუდარაჯებ.

დიდი მადლობა პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის, დაფასებითვის.
P.S. მთელი შეხვედრა კედელზე ვეძებდი მაგიის მინისტრის შემოსასვლელ პატარა ნახატს და ვერსად ვერ მივაკვლიე. ეტყობა კორნელიუს ფაჯი არ გვყავს”, –
წერს ლევან ლორთქიფანიძე “ფეისბუქი”- ს პირად გვერდზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge