Wednesday, November 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ გიყუროთ… მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად” – ნიკა მელია

November 10, 2025
„პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ გიყუროთ… მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად” – ნიკა მელია

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ გიყუროთ. მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად, – აღნიშნულის შესახებ „კოალიცია ცვლილებების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს მიმართა.

“აქ მოვედი ორი მოტივაციით, 5 თვეა მინიატიურულ საკანში ვარ და ვიფიქრე, აქ ხალხს, ვინც მომენატრა, ვნახავ და – მეორე ვიფიქრე, სახეზე მაინც მეცოდინება ის პოლიციელები, რომლებიც მზად არიან, მორიგ ჯერზე, საარაკო ტყუილები დააფრქვიონ ამ დარბაზში. არ მინდოდა ეს ორი ეგზოტიკურო ადამიანი გამომრჩენოდა. ეს ორი ცრუ ადამიანი არის ეგზოტიკა.

ვიტყვი, რა მოხდა იმ დღეს – წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა, რომელიც „დამოკლეს მახვილივით“ დაგვკიდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მაშინ საჯაროდ ვთქვი, რომ არ ვაპირებ მისვლას კომისიაზე. ამის მერე იფიქრეს, რომ ვაი თუ მელია ისევ გამოიკეტა ოფისში და დაგვჭირდება სპეცოპერაციის ჩატარებაო. ამ მოულოდნელი მძიმე ეფექტის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტეს, რაღა ხვალინდელ განაჩენს დაველოდოთ, მოდი, ლისზე მოვიტაცოთო. იქ, 50 პოლიციელი იყო, მაგრამ აქ მხოლოდ ორი პოლიციელი მოვა. ეს არის მიზეზი ყველაფრის და თქვენ ამაში დარწმუნდებით… თუ გგონიათ, რომ იმის ხასიათზე ვიყავი, რომ წინა დღით მედევნა პოლიციელებისთვის და მეგინებინა, ასე არ არის. ე.ი. ვერაზე მივაყენე შეურაცხყოფა პოლიციას და 50 ადამიანი დამედევნა. აქ 2 ადამიანი მოვა და გეტყვით, რომ მელიამ შეურაცხყოფა მომაყენაო, რომ ტელევიზიაში მიმავალმა შევაგინე.

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ გიყუროთ. მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად. დიდი, ახმახი პოლიციელები რომ შემივლენ აქ, გთხოვთ, ამის მერე 5 წუთით განცხადება გამაკეთებინოთ, რადგანაც არათანაბარ გარემოში ვარ. გალია, გალია, გალია და წყალიც არ შემომატანინეს.

მაინტერესებს, ამ საქმეზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ. ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე, ადმინისტრაციულია. მაინტერესებს, ძალა ზნეობის სახით თუ აღმოგაჩნდებათ, თორემ თქვენ ვერ გამათავისუფლებთ მე” – მიმართა მოსამართლეს ნიკა მელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პოლიციამ დღეს 15-მდე ადამიანი დააკავა – ცნობილია დაკავებულთა სავარაუდო სია
  • გაზი 12 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს – რა ხდება ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge