არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში დეკანოზ ალექსანდრე გალდავას მიმართავს და მას ცილისწამებაში ადანაშაულებს. “მადლობა მამა დოროთეს, ისე ღირსეულად უცხოვრია, რომ მთელი სუსი და სუსის კამანდა ეკლესიაში, ეძებენ მის გასაშავებელ საქმეებს, ვერაფერს პოულობენ და ტყუილების გავრცელება უწევთ.” – წერს თოლორაია
“დეკანოზო ალექსანდრე გალდავა, რა ორღობის ჭორიკანას დამსგავსებიხარ! რას გიხდის ასეთს არქიპო კალაძე? არ გრცხვენია? მღვდლის საქციელისგან შორს რომ ხარ — ამას კი ვხედავთ, მაგრამ ერში კაცებთან „კაცურად“ მაინც არ გიცხოვრია? რას ჰგავხარ, სად გასწავლეს ასე ლაპარაკი?
მამა დოროთეზე რომ ყვები იმედის ჭორიკნების ეთერში — იმან ეს თქვაო, ამან ის თქვაო… კაცი რომ სიტყვას ამბობს, პასუხისმგებელი უნდა იყოს ნათქვამზე — ეს წესია. მაგრამ შენთვის და ჯაღმაიძისთვის, დაგვიანებულია აწი, წესის, ღირსების, კაცობის სწავლა.
შენ და ჯაღმაიძეს ერთ რამეში კი გიწერთ 10 ქულას, რასაც დაგავალებენ, შეგიკვეთან, უშეცდომოდ ასრულებთ დავალებას, ამაში ყოჩაღები ხართ.
მადლობა მამა დოროთეს, ისე ღირსეულად უცხოვრია, რომ მთელი სუსი და სუსის კამანდა ეკლესიაში, ეძებენ მის გასაშავებელ საქმეებს, ვერაფერს პოულობენ და ტყუილების გავრცელება უწევთ. დეკანოზ ალექსანდრეს ამ ცილის წამებაზე, მამა დოროთე, რომ თითქოს სასულიერო პირს ხელით შეეხო, იარაღი დაადო ვის უნდა შევჩივლო? მეუფე შიოს მივმართავ გალდავაზე, დაიბაროს ამ ცილისწამებაზე და თუ არ დაიბარებს მაშინ მეუფე შიოც ამ კამანდის წევრი ყოფილა. გელოდებით მეუფე შიო.
არქ. ილია (თოლორაია)”- წერს ილია თოლორაია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ “იმედის” ეთერში არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სასულიერო პირზე ძალადობაში დაადანაშაულა.
