Wednesday, November 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ბათუმის საკრებულოში 10 დღის წინ არჩეული კომისიის ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გადადგნენ

November 10, 2025
ბათუმის საკრებულოში 10 დღის წინ არჩეული კომისიის ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გადადგნენ

ბათუმის საკრებულოში 10 დღის წინ არჩეული კომისიის ხელმძღვანელები „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ გადადგნენ და სხვადასხვა თანამდებობაზე ერთმანეთს შეენაცვლნენ. ინფორმაციას გამოცება  “ბათუმელები” ავრცელებს.

დღეს, 10 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სწორედ აქ გახდა ცნობილი, რომ ყველა მნიშვნელოვანი კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.

„7 ნოემბერს საკრებულოში შემოვიდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი თავდგირიძის, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დავით მიქელაძის, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის ლევან დავითაძის და ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გოჩა მგელაძის განცხადებები, საკუთარი სურვილით თანამდებობების დატოვების შესახებ.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თანამდებობის პირს, პირადი განცხადების გაკეთების შემთხვევაში, უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების რეგისტრაციის დღეს. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ თანამდებობის პირებს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ 8 ნოემბერს,”- თქვა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ საკრებულოს სხდომაზე.

ბათუმი საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე წევრებს აცნობა, რომ “საკუთარი სურვილით” დატოვეს თანამდებობები ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილეებმა – ნერიმან ცინცაძემ და ჯაბა ჭანტურიამ.

„შემოვიდა პირადი განცხადება თანამდებობების დატოვების შესახებ,“ – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ახალ მოადგილედ კი ლევან დავითაძე აირჩიეს.

საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად დაასახელეს ჯაბა ჭანტურია, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარედ გოჩა მგელაძე და ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ნერიმან ცინცაძე.

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში კომისიის ახალი თავმჯდომარეების არჩევის პროცედურა მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პოლიციამ დღეს 15-მდე ადამიანი დააკავა – ცნობილია დაკავებულთა სავარაუდო სია
  • გაზი 12 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს – რა ხდება ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge