ჩხუბით დასრულებული “ილიაობა” ყვარელში – გავრცელებული ინფორმაციით, სუფრის შემდეგ “ოცნების” წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც “პირველებს” ადგილობრივები უყვებიან, ყვარლის “ქართული ოცნების” საკრებულოს თავმჯდომარის ძმას, სუფრის შემდეგ ყვარლის მერის მოადგილემ, ლევან გელაძემ, მანქანით გზა გადაუკეტა, რის შემდგაც მათ შორის ფიზიკური ანგარიშწორება მოხდა, რომელშიც სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. მოქალაქეების თქმით, იყო ქვების სროლაც.
მოსახლეობა სოციალურ ქსელში წერს, რომ დაპირისპირების მიზეზი თანამდებობების გადანაწილება გახდა. ყვარელში ამბობენ, რომ ლევან გელაძე სამჯერ იყო საკრებულოს თავმჯდომარე, ის ახლა მერის მოადგილედ მუშაობს და გავლენების შემცირებას ვერ ეგუება.
“SOS ქოცების ქუჩური გარჩევის ამბებს გიყვებით ამ პოსტში. გუშინ ილიაობა იყო ყვარელში, იმ წმინდანი კაცის დღე, რომელმაც საკუთარი მიწები გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა და ამ ქვეყნის განვითარებას სიცოცხლეც კი შესწირა. ჰოდა, გუშინ არალეგიტიმური პრეზიდენტი მ. ყ. ეწვია ყვარელს პაპუაშვილთან ერთად. იყო ნადიმი ბიუჯეტის ხარჯზე და ალბათ ყველას გაინტერესებთ როგორ დასრულდა ეს ამბავი. გიყვებით.
არსებობს ასეთი ყოფილი ნაცი ლევან გელაძე, რომელიც ქოცების საკრებულოში სამი მოწვევის დეპუტატი იყო და ამჯერად ახალ მერს მოადგილედ დაუნიშნეს. 🤮 ახლა საავადმყოფოშია გუშინდელი გარჩევების შემდეგ, ის შვილთან ერთად, თავს დაესხა საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ძმას, იყო ქვების სროლა, ფიზიკური დაპირისპირება, შემდეგ სხვა ადამიანებიც ჩაერთნენ ჩხუბში და არიან დაზარალებულებიც. თუმცა, ამბობენ, გელაძეს ცხვირი და სახე აღარ აქვსო. აქამდე სინდისი და ტვინი არ ჰქონდა და ახლა ცხვირიც აღარ ჰქონია. ვახ, გელაძე, გელაძე, ხსოვნა იყოს მარადიულად შენი და სულ ახსოვდეს ყველას ყვარელში, რა ნაძირალა და არაკაცი ხარ! ქოცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალაო – შენზეა ნათქვამი!
P.S დეტალებს ნუ მომთხოვთ, ვიცი, მაგრამ არ ვწერ!” – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი საჯარო მოხელე, ნინო ხუციშვილი
