მწერალ ლაშა ბუღაძის გამოეხმაურება პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების შესახებ:
“ახლა, ეს კაციც მთაწმინდაზე უნდა დაკრძალონ?
პ. ს. ღმერთმა აცხონოს.,” – წერს ბუღაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
ცნობისთვის, 85 წლის ასაკში პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა.
რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან.
პოემისთვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986), 1988-1989 წლებში – შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).
1996 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მინიჭებული ჰქონდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია (1982).
https://mix.metronome.ge/25137-2/