მწერალი, მუსიკოსი, რეჟისორი ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში, პოეტ რეზო ამაშუკელი გარდაცვალებას ეხმაურება:
“ღმერთმა გაანათლოს.
პოეტი იყო და პოეტები საკუთარ ლექსებში განაგრძობენ სიცოცხლეს”, – წერს დეისაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
მუსიკოსის სამძიმრის წერილს ამავე პოსტში, ირონიული სახის კომენტარები მოჰყვა, რაზეც ერეკლე დეისაძემ სოციალურ ქსელის მომხმარებლებს უპასუხა.
“გლოვა სხვაგან მოიკითხე, ეს სამძიმრის წერილია იმ პოეტის მიმართ, რომელიც შენთვის “კაი ხანია მკვდარია”
“სამძიმარზე საქმეების რჩევა, ღირსების საკითხია.”
“სურათი აჩვენებს, რომ სიკვდილზე ძირითადად ის ხალხი ღლიცინებს, ვინც ცოტა ხნის წინ შიმშილზე ტიროდა.”
85 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი რეზო ამაშუკელი.
რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან.
პოემისთვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986), 1988-1989 წლებში – შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).
1996 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მინიჭებული ჰქონდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია (1982).