მსახიობი გიორგი გურგულია ambebi.ge-სთან ინტერვიუს დროს ამბობს, რომ მსახიობებს ძალიან მწირი შემოსავალი აქვთ.
“მსახიობებს შემოსავალი ნული გვაქვს, ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოსგან ორასლარიანი დახმარება გვქონდა და ახლა ეგეც შეგვიწყვიტეს, გადარჩენაზე ვართ. ალბათ მთელი სამყაროც ასეა, დანაზოგი არ აქვს ხალხს და პრობლემები კი ბევრია. ვფიქრობ, საქართველოსა და ძალიან გაჭირვებული ქვეყნების გარდა, ხელოვანები ასეთ დღეში არსად არიან, რაღაც კომპენსაციები არსებობს, ჩვენ ძალიან უკან ვართ.
[…]საცოდაობაა, ზურა ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი ახლა ასე უნდა ვიყოთ?.. ჩვენ ახლა უხუცესთა თაობაში გადავედით, წინა თაობიდან ორი სამი კაცია ცოცხალი, ჯემალ ღაღანიძე, თენგიზ არჩვაძე… ჩვენ ვართ ახლა ის თაობა, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი რომ იყვნენ”, – აცხადებს გურგულია.