ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა.
უწყების თქმით, “ძლიერი საქართველო – ლელოს” ლიდერმა გერმანიის ელჩზე სახლის გაქირავებით მიღებული შემოსავალი დამალა.
შეგახსენებთ, 4 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის საქართველოში გერმანიის ელჩისთვის, პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. მოგვიანებით, განცხადებას გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძეც, რომელმაც დაწერა, რომ “ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული”.
