Tuesday, December 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რაც მაშინ ოპოზიციამ ვერ მიიყვანა ბოლომდე, ახლა ტრამპი გააკეთებს” – მიხეილ სააკაშვილი

November 5, 2025
მიხეილ სააკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის ყველაზე მილიტარისტული პრეზიდენტი აღმოჩნდა და ის უახლოეს კვირებში შეიარაღებული ძალებით დაამხობს მადუროს რეჟიმს ვენესუელაში.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის მადუროს რეჟიმის დამხობა კარგი იქნება, რადგან ვენესუელას ნავთობზე სანქციები მოეხსნება, ნავთობის ფასი დაეცემა და ეს რუსეთის დასუსტებას გამოიწვევს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი იხსენებს, რომ 2010-2012 წლებში მისი ხელისუფლება ვენესუელას ოპოზიციას ეხმარებოდა. მისი თქმით, “იმას, რაც მაშინ ოპოზიციამ ვერ მიიყვანა ბოლომდე, ახლა ტრამპი გააკეთებს”.

ტრამპი აღმოჩნდა ამერიკის ყველაზე მილიტარისტული პრეზიდენტი და შეიძლება რეიგანსაც კი აჯობოს ამ მხრივ.

უახლოეს კვირებში ის შეიარაღებული ძალებით დაამხობს მადუროს რეჟიმს ვენესუელაში. მადურო დიდი ხანია აღარ ატარებს არჩევნებს, ანადგურებს ოპოზიციას, ქვეყნიდან ყრის ვენესუელას საუკეთესო მოქალაქეებს. 

ამაზე მახსენდება, რომ მაიამიში ერთხელ გამოვიძახე უბერი, რომლის მძღოლმა მიცნო და მომიყვა რომ ის იყო ვენესუელას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, მან მომიყვა მის ქვეყანაში ძალიან ფართოდ გავრცელებულ კორუფციაზე და მითხრა რომ ის ისევე როგორც რამდენიმე მილიონი სხვა ვენესუელელი, ქვეყნიდან გააქცია რეჟიმმა.

მადუროს დამხობა ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის. ჯერ ერთი იმის გამო, რომ ვენესუელას ნავთობზე სანქციები მოეხსნება, ნავთობის ფასი დაეცემა და ეს რუსეთის დასუსტებას გამოიწვევს. მეორე, მაშინ როცა მადურო საგარეო მინისტრი იყო, ვენესუელამ აღიარა აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა.

როგორც კი მარია კორინა მაჩადო მოვა ხელისუფლებაში, ის ამ აღიარებას გააუქმებს და კიდევ ერთი, 2010-2012 წლებში ჩემი ხელისუფლება ეხმარებოდა ვენესუელას ოპოზიციას რომელსაც მაშინ კაპრილესი ლიდერობდა. ის რაც მაშინ ოპოზიციამ ვერ მიიყვანა ბოლომდე, ახლა ტრამპი გააკეთებს,” – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • “2026 წელს მასწავლებლების ხელფასის ზრდა გათვალისწინებული არ არის” – გიორგი კაკაურიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge