ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას მიერ დედაქალაქის მერის მისამართით კრიტიკულ წერილს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მთავრობას მრავალშვილიან ოჯახებს შესაფერის ყურადღებას არ აქცევს.
“პეტრე კოლხის მიერ თბილისის მერის კახა კალაძის მისამართით მიწერილმა წერილმა ვიღაცები ააქირქილა. მე კიდევ სხვა პრობლემა დავინახე.
პრობლემა კი ის მგონია, რომ სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებს შესაფერის ყურადღებას არ აქცევს. მათ მძიმე ტვირთად აწევთ გადასახადებიც და ყოფის სხვა სირთულეებიც. არადა, უაღრესად მნიშვნელოვანია ასეთი ოჯახების მხარდაჭერა და გენოფონდზე ზრუნვა”, – წერს ჩანადირი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

https://mix.metronome.ge/25064-2/
