არქიმანდრიტი დოროთე საპატრიარქოში არ შეუშვეს. არქიმანდრიტ დოროთესთან და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირთან შეხვედრაზე პატრიარქის თანამოსაყდრემ უარი თქვა.
სასულიერო პირები ითხოვდნენ პასუხს, ვინ გასცა ბრძანება, რომ საპატრიქროში ისინი არ შეეშვათ, თუმცა მათი მოთხოვნა დააიგნორირეს.
“მეუფე შიო და მეუფე თეოდორე იბარებენ მამა ილიას. იქიდან პასუხია, რომ კომისიამ გადაწყვიტა ჩემი არშეშვება. კომისიაზე ეს არ არის დაბარებული და კომისია არაფერ შუაშია საერთოდ. ეს არის, ეტყობა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის პოლიტიკა, რადგან ის უკვე მართავს აქ არქიმანდრიტებს და ყველას. მას არ აქვს უფლება, რომ მე არ შემიშვას საპატრიარქოში ჩემს სულიერ შვილთან და მე ვეუბნები საჯაროდ ყველას, რაზეც მათ პასუხს მოსთხოვენ მამა ილიას, იმ ყველაფერზე ჩემთვის არის პასუხი მოსათხოვი, იმიტომ, რომ მამა ილია, არქიმანდრიტი ილია თოლორაია ამბობს იმას, რასაც ამბობს მისი მოძღვარი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. ჩემი ნათქვამი გაიმეორა, მე ვთქვი, რომ მეუფე შიო არის რუსეთიდან გამოგზავნილი და რუსეთს ემსახურება. ეს მე ვთქვი და ეს გაიმეორა მამაომ,” – ამბობს მამა დოროთე ყურაშვილი.
საბოლოოდ, საპატრიარქოში მხოლოდ მამა ილია თოლორაია შეუშვეს. მამა დოროთეს და რამდენიმე სასულიერო პირს შესვლის უფლება ეზოშიც კი არ მისცეს.
საპატრიარქოში შესვლამდე მამა ილიამ თქვა, რომ პატრიარქთან შეხვედრას მოითხოვს.
“მოვითხოვ პატრიარქთან შეხვედრას, იმიტომ, რომ ავუხსნა კარგად ის, თუ მე რა ვთქვი და როგორ ვთქვი, რა აზრით ვთქვი. მე კითხვებსაც გავცემ პასუხს და ამასთან, მეც მააქვს კითხვები”, – ამბობს მამა ილია თოლორაია.
