სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც შეჭირვებული ხანდაზმულებისთვის საქველმოქმედო აქტივობებით გამოირჩევა, სოციალურ ქსელში სევდიან ამბავზე წერს:
“ერთი ოქროს პაპა მყავს, სიმონა. ბედობა დილას მივადექი, ნარდი მაჩუქეო მთხოვა. მივუტანე. სულ მხიარული კაცი, დარდიანი დამხვდა. რათა ხარ მოწყენილი-მეთქი ვკითხე და მეშინიაო! რამე რომ დაგემართოს, კაციშვილი არ მომიკითხავსო. ჰოდა, 1 საათის წინ გარდაიცვალა ნატანჯი სიმონა პაპა.
ნარდი გიგამ წაიღოსო დაუბარებია.
გაიხედ-გამოიხედეთ და პირველივე მოხუცს ჩაეხუტეთ, მოასწარით ჩახუტება”, – წერს მაქარაშვილი “ფეისბუქი” პირად გვერდზე.