Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველომ კიდევ უფრო გადაუხვია EU-ს გზიდან” – ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე

November 4, 2025
“საქართველომ კიდევ უფრო გადაუხვია EU-ს გზიდან” – ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე

ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით 2025 წლის EU-ს გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი – დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკომისიამ ანგარიშთან ერთად გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2024 წელს ევროპის საბჭოს დასკვნის შემდეგ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერდა

“2024 წელს ევროპის საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერდა. მას შემდეგ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა გამოიხატა კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვებით. ეს მოიცავს კანონმდებლობას, რომელიც მკვეთრად ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს, ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს დემოკრატიული უკუსვლა და განახორციელოს ყოვლისმომცველი, ხელშესახები ძალისხმევა გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად და ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც მხარდაჭერილია პარტიებს შორის თანამშრომლობითა და სამოქალაქო ჩართულობით, ევროკავშირის ღირებულებების შესაბამისად. 2024 წლის დეკემბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შემდეგ და საქართველოს უკუსვლის გათვალისწინებით, კომისია საქართველოს მხოლოდ სახელწოდებით კანდიდატ ქვეყნად მიიჩნევს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს მტკიცე ერთგულება კურსის შეცვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ“ – ვკითხულობთ პრესრელიზში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის და ევროს კურსი 21 ნოემბრისთვის
  • „მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებთ მის ოჯახს…“- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
  • “ვის ამზადებს კრემლი “ბიძინა 2-ის” კანდიდატად?” – არმაზ ახვლედიანის მოსაზრება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge