თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფაგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა.
ამის შესახებ ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, აფგან სადიგოვი სასამართლომ 2025 წლის 23 ოქტომბერს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სადიგოვი მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორს ხვალ, 5 ნოემბერს, 19:20 საათზე, დატოვებს.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ აფგან სადიგოვი დამატებით 55-ჯერ დაჯარიმდა 5000 ლარით – იმავე მიზეზით. შსს მას პერიოდულად აჯარიმებდა 2025 წლის 29 ივლისიდან 17 ოქტომბრამდე, თუმცა აღნიშნულის შესახებ ამ პერიოდში სადიგოვისთვის არავის შეუტყობინებია.
