რუსთაველზე გუშინ ჟურნალისტი და ეროვნული მოძრაობის წევრი, ლეილა ცომაია დააკავეს.
ის პოლიციამ, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით აიყვანა.
ქალბატონი ლეილა ეროვნული მოძრაობიდან მოდის და ის ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას გვერდით იბრძოდა.
“ლეილა ცომაია 3 ნოემბერს დააკავეს შევარდნაძის დროსაც და ახლაც.
თურმე ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი ყოფილა. 26 წლის მერეც ლამაზი და შეუპოვარია” – წერენ სოციალურ ქსელში.

