რომში მე-13 საუკუნის ისტორიული კოშკის ნაწილის ჩამონგრა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ცნობით დაღუპულია რუმინელი მუშაა, რომელიც ნანგრევების ქვეშ 11 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, კაცი ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
დაშავებულია კიდევ ერთი მუშა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ცნობით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნება. კიდევ ორ დაშავებულს კი ექიმებმა დახმარება ადგილზევე გაუწიეს.
შუა საუკუნეების დროს აშენებული კონტის კოშკი, რომელიც კოლიზეუმთან ახლოს მდებარეობს, რეკონსტრუქციის დროს ჩამოინგრა. მომხდარის შესახებ გამოძიებაა დაწყებული.
