პროევროპული აქციების დროს დაკავებული და შემდეგ განთავისუფლებული გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ აეროპორტიდან მანქანით აედევნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გიორგი ახობაძეს თქმით მოძალადეები ლაშა ბასლანიძის სამეგობროს მიგზავნილები იყვნენ ან თავად მისი მეგობრები.
“აეროპორტიდან ამეკიდა შავი პრადო, PHP სერიით, ბოლო მოდელი.
ტაქსის გადაუჭრა გზა, გადმოხტნენ ვიღაც ტიპები, პოლიციიდან ვართ, ღონისძიება ტარდებაო. კარი გამიღეს უკნიდან და ფიზიკურად გამისწორდნენ. ეგენი არიან ლაშა ბასლანძის სამეგობროს მოგზავნილი ტიპები ან თვითონ ეგენი.
რომ ვიძახი, რომ ტერორირისტები არიან მეთქი, არიან ტერორისტები […]
[…] რა თქმა უნდა, ამას არავინ გამოიძიებს, რა თქმა უნდა, ყველა კამერაში ჩანს, სადაც იყო ის ტიპი, აეროპორტთანაც შევამჩნიე, მანქანა იდგა ისე, რომ პოლიციამ სამჯერ უთხრა, გაიწიეო, არც მიდიოდა და არც პატრულს ჰქონდა დიდი რეაგირება.
ასე რომ, ვინ, სად, რანაირად გამოიძიებს, არ გამოიძიებენ. ასე შეკრულებს ერთი მეორესთან მერე ძალიან ჰუმანურ ადამიანებად მოაქვთ თავი, ასე ვირთხულად მიპარვა დავწერე, ვისაც სჩვევია, მკეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტერორისტულ საქართველოში” – ამბობს ახობაძე FB Live-ში.
