სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საერთო შვილის, ელის მარია სააკაშვილის საკითხი აქტუალობას არ კარგავს.
ინტერნეტ-სივრცე ელის მარია სააკაშვილის არაერთმა ფოტომ და ვიდეომ მოიცვა.
ცოტა ხნის წინ, გოგონას ფოტოები მომღერლის „ფან-გვერდმაც“ გამოაქვეყნა, რამაც ნიჟარაძის გაღიზიანება გამოიწვია.
სოციალური ქსელის კომენტარებში მომღერალი მცირეწლოვანი შვილის დამუშვებული და დაფოტოშოფებული ფოტოების წაშლას ითხოვს და წერს, რომ აღნიშნული ქმედება მიუღებელია.
„გთხოვთ, დამუშავებული ფოტო წაშალოთ! მცირეწლოვანი ბავშვის უნებართვოდ ფოტოს დამუშავება და დადება არ არის სწორი. აიღეთ ფილტრიანი, დაფოტოშოფებული ფოტოები!“, – წერს პოსტის კომენტარებში სოფო ნიჟარაძე.
შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ელის მარია სააკაშვილი მისი შვილია.
https://mix.metronome.ge/24829-2/