“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე დასანიშნად ავალიანი მიხეილ ყაველაშვილს წარუდგინა.
„2025 წლის 10 ნოემბრიდან კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ვარლამ ავალიანის კანდიდატურა“, – ვკითხულობთ კობახიძის განკარგულებაში.
შეგახსენებთ, ავალიანმა “რუსთავი2-ისა“ და “პრაიმთაიმის“ ჰოლდინგის დირექტორის თანამდებობა 10 ივნისს დატოვა, ხოლო „რუსთავი 2-ის“ დირექტორის პოსტზე ის 2021 წელს დაინიშნა.
