არქიმადრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში აზა ჩილაჩავას დაპატიმრებას ეხმაურება. ის ოპოზიციასა და საზოგადოებას რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.
“კითხვა მაქ თქვენთან, ოპოზიციონერნო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო,ერთგულნო მამულიშვილებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? რითი ამშვიდებთ სინდისის ქეჯნას? ნუთუ ერთი საათითაც არ შეგიძლიათ გამოხვიდეთ და ეს საზიზღარი უსამართლობა გააპროტესტოთ რუსთაველზე. დღეს საღამოს გამოდით რუსთაველზე და მეც და მეპროტესტე ხალხს გვითხარით თუ რამე უკეთესი გზა იპოვეთ. არ მჯერა, რომ მიატივეთ საქართველო.გელოდებით დღეს , ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ,” – წერს არქიმანდრიტი დოროთე ყრაშვილი სოციალურ ქსელში.
