„ჩვენ გვაქვს მეტი ბირთვული იარაღი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი ძალიან შორს, მესამეზეა, მაგრამ ხუთ წელიწადში გაუთანაბრდებიან. იცით, ისინი სწრაფად ამზადებენ მას და, ვფიქრობ, დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გავაკეთოთ. ეს პრეზიდენტ პუტინთანაც და პრეზიდენტ სი ძინპინთანაც განვიხილე. დენუკლეარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ გვაქვს საკმარისი ბირთვული იარაღი, რომ მსოფლიო 150-ჯერ ავაფეთქოთ. რუსეთს ბევრი ბირთვული იარაღი აქვს და ჩინეთსაც ბევრი ექნება. მათ აქვთ კიდეც, საკმაოდ ბევრი. გამოცდა ხდება, რადგან რუსეთმა გამოაცხადა, რომ გამოცდას აპირებდნენ. ჩრდილოეთ კორეა მუდმივად ატარებს გამოცდებს, ჩინეთიც, უბრალოდ, თქვენ არ იცით. ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც არ ატარებს გამოცდას და არ მინდა, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ ატარებს გამოცდას. რუსეთი ატარებს გამოცდას, ჩინეთი ატარებს, ისინი უბრალოდ ამაზე არ საუბრობენ. ჩვენ ღია საზოგადოება ვართ, განსხვავებული, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამაზე“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს მისცა დავალება, დაუყოვნებლივ დაიწყოს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის გამოცდა.
