ავღანეთის ჩრდილოეთით, ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან ახლოს 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 260-მდე დაშავდა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მაზარ-ე-შარიფთან ახლოს, 28 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
