“დაეხმარეთ ქრისტეს ეკლესიას და განიხილეთ და აღმოფხვერით მწვალებლობა, რომელსაც მეუფე სტეფანე შეუჩერებლად ავრცელებს” – არქიმანდრიტი დოროთე წერს არქიმანდრიტი დოროთე სოციალურ ქსელში და აქვეყნებს მეუფე სტეფანეს ქადაგებას, სადაც ის ამბობს, რომ არქიმანდრიტი დოროთე “მწვალებლობას ქადაგებს”.
“ამ ქადაგების გამო ვითხოვ სინოდს, რაზეც არავინ მთანხმდება ,თვით მიტროპოლიტი სეფანეც კი. მე აქ არ გავარჩევ მის მწვალებლობას , მხოლოდ იმას ვიტყვი რასაც ჩემზე დამახინჯებით ამბობს: მე არსად მითქვამს, რომ სისხლი და ხორცი სიმბოლურია, მე ვამბობ, რომ ის არის სისხლი და ხორცი საიდუმლოდ და რომ ხილულად ის ღვინის და ხორცის ბუნებას არ იცვლის.რა ტექნოლოგიაც არ უნდა გამოიყენო ფიზიკურად ვერაფლით ვერ დაამტკიცებ , რომ ის შეიცვალა. მაგრამ ჩვენ გვწამს ქრისტეს სიტყვების, რომ ის არის მისი სისხლი და ხორცი. ღვინო ღვინოდ რჩება ხილულა-ფიზიკურად და გრადუსსაც არ კარგავს , ის მხოლოდ უხილავად იცვლება, ამიტომაც ქვია საიდუმლო , რადგან საიდუმლოდ გარაისახება.მისი ფიზიკური შემოწმება რომ შეიძლებოდე, მაშინ საიდუმლო კი არა, ხილული სასწაული ერქმეოდა.
მაგრამ ეს მეუფე სტეფანეს არ ესმი და ვერავის ვერ გავაგებინე მწვალებლობას რომ ქადაგებს , და ცილისმწამებლურად ჩემს ნათქვამს ამახინჯებს. მე ყველა ღვთისმსახურს მოგიწოდებთ, ვისთვისაც დიდად მნიშვნელოვანია მართმადიდებლური სწავლება ,დაეხმარეთ ქრისტეს ეკლესიას და განიხილეთ და აღმოფხვერით მწვალებლობა, რომელსაც მეუფე სტეფანე შეუჩერებლად ავრცელებს.იმედი მაქ ღვთის და თქვენი ერთგულების მართმადიდებლობისადმი”
