ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ამ გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
