43 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ნიკა ქაცარიძე. სამწუხარო ინფორმაციასთან დაკავშირებით, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” შემოქმედებითი გუნდი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე სამძიმრის წერილს ავრცელებს.
“გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, ჩცდ-ის ერთ-ერთი პერსონაჟის როლის შემსრულებელი, ნიკა ქაცარიძე.
ჩემი ცოლის დაქალების შემოქმედებითი ჯგუფის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”, – წერია “ჩემი ცოლის დაქალების” სამძიმრის წერილში.
მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან დღემდე იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული აქვს არაერთი როლი. მონაწილეობდა სპექტაკლებში: „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“, „დარისპანის გასაჭირი“, „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და… პრეზიდენტი“, „სალამურა“, „პატარა უფლისწული“ და სხვა.
გარდა თეატრალური როლებისა, ნიკა ქაცარიძეს ასევე შესრულებული აქვს კინოროლები. მონაწილეობდა სხვადასხვა სერიალში.
https://mix.metronome.ge/24997-2/
