რუსთაველის თეატრის მსახიობი, ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს სოციალურ ქსელში ბოლო პოსტი 22 საათის წინ აქვს გამოქვეყნებული, სადაც საზოგადოებას ახალი წელის მიულოცა.
“როგორც იქნა ამოვყავი თავი საცივიდან და მოვიცალე მოსალოცად. გილოცავთ 2022 წელს სურვილების ახდენის წელი ყოფილიყოს ყველასთვის”, – დაწერა ქაცარიძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა რუსთაველის თეატრმა.
“უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის ჩვენი თეატრი დღეს. გარდაიცვალა მსახიობი ნიკოლოზ ქაცარიძე..”, – წერია თეატრის სამძიმრის წერილში.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, გულის შეტევა სახელდება.
https://mix.metronome.ge/24994-2/
