სამართალდამცველებმა დიპლომატი გიორგი წიქარიშვილი დააკავეს.
წიქარიშვილი საპროტესტო აქციიდან ბრუნდებოდა, როცა თავისუფლების მეტროსთან, პოლიციელებმა გააჩერეს, ავტომობილში ჩასვეს და წაიყვანეს.
როგორც ცნობილია, ის დღეს პარლამენტთან საავტომობილო გზაზე გადავიდა.
გიორგი წიქარიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი იყო. ის ხელს აწერდა ერთობლივ განცხადებას, რომელიც უწყების თანამშრომლებმა ევროკავშირთან გაწევრების პროცესის შეჩერებაზე ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ გაავრცელეს. წერილში საუბარი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე. საგარეო უწყება გიორგი წიქარიშვილმა ივნისში დატოვა.
