მღვდელი გრიგოლ ჭედია, არქიმანდრიტ დოროთე ტურაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს -” მამა დოროთე მართლაც ლოცულობს. სწორედ ამიტომ, მოწინააღმდეგეებს ხელში მხოლოდ სალანძღავი და უარგუმენტო სიტყვები შერჩათ. ჭეშმარიტი ლოცვა იცავს ადამიანს მტრისგან, რომლის სახელიც ლეგიონია”.
“მამა დოროთე და მის გვერდით მდგომი სასულიერო პირები ჩვენი ძმები არიან, ღირსებითა და პატიოსნებით აღსავსე ძმები.
უკანასკნელი სიტყვებით მათ ლანძღავენ და შეურაცხყოფენ სახელისუფლებო პოლიტიკოსები, ტელევიზიები და პროპაგანდისტები. მამა დოროთე სიტყვას ამბობს-თქვით თქვენც სიტყვა.
იწინასწარმეტყველეთ თქვენც, რომ ადამიანები, რომელთათვისაც ლოცვა მხოლოდ მაჯისხელა კელაპტრების დანთებაა ეკლესიაში, ღალატობენ ღმერთს. თქვით, რომ საკუთარი ხალხის გაქურდვა, გაღატაკება, მოტყუება, ცემა, უსამართლოდ ციხეში ჩასმა და მოკვდინება-ბოროტის მსახურებაა, ცრუ ღმერთის დიდებაა, არასწორი ლოცვაა. თქვით თქვენც. თქვით, რომ ჩვენი ძმები არ ცრუობენ, ხოლო ბოროტების მსახური პოლიტიკოსები და მათი მიმდევრები -ტყუიან. თქვით ეს ხმამაღლა.
დავამატებდი, რომ მამა დოროთე მართლაც ლოცულობს. სწორედ ამიტომ, მოწინააღმდეგეებს ხელში მხოლოდ სალანძღავი და უარგუმენტო სიტყვები შერჩათ. ჭეშმარიტი ლოცვა იცავს ადამიანს მტრისგან, რომლის სახელიც ლეგიონია.
კიდევ ის, რომ მამა დოროთე და მისი ძმები არავის გაყიდიან იმისთვის, რომ საკუთარი მომავალი იყიდონ. ეს არის ღირსება და სიწმინდე- თვისებები, რომლებიც თითოეულ მღვდელს უნდა ჰქონდეს,” – წერს მღვდელი გრიგოლ ჭეჟია სოციალურ ქსელში.
