“ჩემი წინასაახალწლო “დუმილი” დამთავრდა… ახალი კოვიდის ვარიანტი დაფიქსირდა სამხრეთ საფრანგეთში. საქართველოში ისე დახვდენენ ახალ წელს, რომ 99.99% შანსია, საქართველოში უკვე ცირკულირებდეს კოვიდის ქართული ვარიანტი”, – ამის შესახებ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
“რითი ვართ ჩვენ ნაკლები ფრანგებზე, ბრიტანელებზე ან იდოელებზე?!…
ყველა, სადაც არ უნდა იყოთ, თავს გაუფრთხილდით.
P.S. ეს არის ერთი კვლევის შედეგი და, სავარაუდოდ, ეს ვარიანტი B.1.640.2 წამოვიდა კამერუნიდან და აქვს 46 მუტაცია, ინფიცირებულია 12 ადამიანი… ბევრი რამ ჯერ არ ვიცით ალბათ 2-3 კვირაში უფრო დეტალური ინფორმაცია იქნება…”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/pkhakadze/videos/476682247146644