Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ერთდროულად ორ პოზიციაზე დასაქმებულ საჯარო მოხელეს ანაზღაურების დაბრუნება მოუწევს” – რა იცვლება 1-ელი ნოემბრიდან?

October 31, 2025
“ერთდროულად ორ პოზიციაზე დასაქმებულ საჯარო მოხელეს ანაზღაურების დაბრუნება მოუწევს” – რა იცვლება 1-ელი ნოემბრიდან?

“კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სული ცვლილებების თანახმად,  მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი ნო­ემ­ბრი­დან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი ერ­თზე მეტ ანა­ზღა­უ­რე­ბად თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­საქ­მე­ბას ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ.

აღ­ნიშ­ნულ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლის წერს, რომ ჩა­ნა­წე­რის მარ­ტი­ვი გან­მარ­ტე­ბა ასე­თია – „ოც­ნე­ბი­სად­მი” ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბილ პი­რებს ორი ან მეტი სამ­სა­ხუ­რის ქონა შე­ეძ­ლე­ბათ, ვინც პარ­ტი­ას არ უერ­თგუ­ლებს ერთ სამ­სა­ხურ­ზე მეტს არ აღირ­სე­ბენ”.

“1-ლი ნო­ემ­ბრი­დან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მო­რი­გი “კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი” კა­ნო­ნი შე­დის ძა­ლა­ში”, – ამის შე­სა­ხებ იუ­რის­ტი, ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

“1 ნოემბრიდან ქართული ოცნების მორიგი „კეთილშობილური“ კანონი შედის ძალაში.

ეს ცვლილებები საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის პარალელური დასაქმების შესაძლებლობას ზღუდავს, თუმცა მარტივად რომ ვთქვა, ოცნებისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს ორი ან მეტი სამსახურის ქონა შეეძლებათ, ვინც პარტიას არ უერთგულებს, ერთ სამსახურზე მეტს არ აღირსებენ, ხოლო თუ შავ სიაში მოხვდება, სამსახურიდანაც მარტივად გაუშვებენ, თანაც ისე, რომ ფულს აქეთ მიატანინებენ.
ამ ცვლილებებს ვრცელი შინაარსი აქვს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანს შევეხები:
 საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება მხოლოდ მისი ხელმძღვანელის თანხმობით შეეძლება. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1 წლიანი ვადა აქვს. რაც შეეხება უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებას, ამისთვისაც შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობაა საჭირო, რომელიც გაიცემა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით;
 საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) შეუძლია პარალელურად დასაქმდეს კერძო სექტროში მხოლოდ მისი ხელმძღვანელის თანხმობით. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1 წლიანი ვადა აქვს;
 საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) არ შეუძლია პარალელურად დასაქმდეს საჯარო სექტროში. გამონაკლისია მხოლოდ მთავრობის დადგენილებით (ლინკს კომენტაში დავდებ) განსაზღვრულ ჩამონათვალში თუა ეს საქმიანობა და თუ დირექტორი გასცემს თახმობას პარალელურ დასაქმებაზე. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1 წლიანი ვადა აქვს.
 თუ საჯარო სექტორში დასაქმებული პირი ამ წესებს არღვევს, გათავისუფლდება საჯარო სექტორში დაკავებული ყველა დაკავებული თანამდებობიდან და 2 წლის განმავლობაში ეკრძალება დაიწყოს მუშაობა საჯარო სამსახურში.
 ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ წესების დარღვევისთვის საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს ეკისრება კომპენსაციის გადახდა შესაბამისი დაწესებულების სასარგებლოდ, 1 ნოემბრის შემდეგ მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობით,” – წერს ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
  • ხობში მამაკაცს თევზობისას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა
  • “ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს”- განუცხადა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გელა ხასაიას

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge