“აიცერი და მოიგე”-ში 100 000 ლარი გათამაშდა. გამარჯვებული საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 31 დეკემბერს გამოვლინდა. 100 000 ლარი ბათუმში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა, ანამ მოიგო. დოლურაში 1.3 მილიონი ადამიანის მონაცემი იყო მოთავსებული.
გოგონა “ფაიზერის” ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი.
“მეკაფიებით? – არ მჯერა… გამისკდება გული, ყველაფერი მიკანკალებს”, – ამბობს სასიხარულო ინფორმაციის გაგების შემდეგ გამარჯვებული.
გათამაშებას “აიცერი და მოიგეს” სპიკერი ქეთევან ხუციშვილი და იმუნოლოგი თენგიზ ცერცვაძე ესწრებოდნენ.
ვაქცინაციის წამახალისებელი გათამაშება 13 სექტემბრიდან იმართება. 31 დეკემბრის ჩათვლით გათამაშებაში 17 ათასზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა, ჯამში კი 2,7 მლნ ლარი გათამაშდა.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში:
დღეში 10 ადამიანი 500 ლარს, 150 ადამიანი 100 ლარს იგებდა;
კვირაში ერთხელ ერთი ადამიანი 10 ათას ლარს, სამი – 5 ათას ლარს, ოთხი – 1,5 ათას ლარს, ცხრა – ათას ლარს იგებდა;
წლის ბოლოს კი ერთი ვაქცინირებული ადამიანისთვის 100 ათასი ლარი თამაშდებოდა.
“აიცერი და მოიგე”-ს გათამაშება 31 დეკემბერს დასრულდა.