შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დავით ჭელიძე, თამარ ჭუმბურიძე, შაკო კოღუაშვილი და არჩილ გოგორიშვილი დააკავა – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არჩილ გოგორიშვილის შემთხვევაში, მას შსს 18 ოქტომბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, რის გამოც მან ადმინისტრაციული 5-დღიანი საპატიმრო ვადა გუშინ ამოწურა, თუმცა მას გამოსვლისთანავე დაურეკეს და სასამართლოში დაიბარეს. ამჯერად მას 19 ოქტომბრის აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან და სასამართლომ გოგორიშვილს ადმინისტრაციული წესით ისევ 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სახვა დაკავებულებს სავარაუდოდ რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
