Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, ყოველი მეორე ხართ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გადამხდელი, მაგრამ ამის შესახებ არ იცით”- რომან გოცირიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

October 29, 2025
“ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, ყოველი მეორე ხართ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გადამხდელი, მაგრამ ამის შესახებ არ იცით”- რომან გოცირიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, ყოველი მეორე ხართ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გადამხდელი, მაგრამ ამის შესახებ არ იცით, – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს, სადაც ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გადახდის მექანიზმზე საუბრობს.

“ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გადახდის დღეც მოგვადგა.
თუ ოჯახში არის 2 წევრი და თითოეული ხელზე იღებს თვეში შემოსავალს( არა მარტო ხელფასს, მაგალითად, იჯარიდანაც) 1300 ლარს, ის არის ქონების გადასახადის გადამხდელი.
თუ ოჯახში არის სამი წევრი და თითოელი მათგანი იღებს თვეში 880 ლარს, ის არის ქონების გადასახადის გადამხდელი. ასეთი საქართველოში ლამის ყოველი მეორე ოჯახია.
მათ არ იციან, რომ გადასახადის გადამხდელები არიან. ყველაფრიდან უნდა გადაიხადონ გადასახადი: ბინა, მანქანა, სოფელში მამა-პაპისეული სახლი, ავტოფარეხი,მიწა, აგარაკი თუ კომერციული ფართი, რომელიც შესაძლოა არც კი გამოყენებულა არასდროს, დგას სადღაც შენობა თავისთვის.
ერთია, რომ რეპრესიების პოტენციური სამიზნეები არიან ეს ადამიანები და მეორეც, არ შეუძლიათ მისი გადახდა.
20 წელზე მეტი გავიდა რაც ეს გადასახადი შემოვიდა( ჩემი ხელით დაწერილია ეს ნაწილი საგადასახადო კოდექსში, ჩემი გამოგონებაა 40 ათას ლარამდე განთავისუფლება გადასახადებიდან). იმის შემდეგ ხელფასებიც გაიზარდა და ფასებმა თითქმის სამჯერ მოიმატეს. დღევანდელი 900 ლარი მაშინდელ დაახლოებით 300 ლარს უდრის. მაშინ ერთელები იხდიდნენ ამ გადასახადს, ახლა მასობრივად უწევთ.
საჭიროა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სასრაფოდ რეფორმა. ამას იმიტომ ვამბობ დღესაც და აგერ უკვე მრავალი წელია, რომ 31 ოქტომბერმადე უნდა შეივსოს დეკლარაცია და 15 ნოემბრამდე უნდა იქნას გადასახადი გადახდილი. წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელი ჯარიმებია. მთავრობა ჯერ-ჯერობით თვალს ხუჭავს, იცის, რომ ყოველ მეორე თუ არა, მესამე ოჯახს უნდა მიადგეს, ამავე დროს არც არაფერს აკეთებს.
დევს ჩემი ახალი კანონპროექტი პარლმენტში. ყველამ აღიარა, რომ სწორი ვიყავი. მთავრობა გამოასწორებს ამას და მალე შემოვიტანთ ცვლილებებსო. იმის შემდეგ სამი წელი გავიდა და ისევ იმ მდგომარეობაში ვართ. იმეზეზებენ, რომ იურიდიული პირის ქონების გადასახადიც უნდა შევცვალოთო( არფერია შესაცვლელი, მხოლოდ განაკვეთია შესამცირებელი). დემაგოგობენ. არა აქვს რაიმე კავშირი ამ ორ გადასახადს ერთმანეთთან. ჯერ იმას მიხედონ, რაც საჩქაროა. ნუ ჰყავთ ხალხი მძევლად აყვანილი.” – წერს გოცირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით, ქმარი და მამამთილი დააკავეს
  • “შეუძლებელია, რომ ეს საიდუმლო იყოს” – რას წერს რომან გოცირიძე?
  • „შემაშფოთებელი სიგნალი და კიდევ ერთი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე“ – ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge