Tuesday, December 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას, ქირურგიული ჩარევისა და შემდგომი, რთული რეაბილიტაციის პროცესის ჩათვლით, შესაბამის გარემო-პირობებში” – ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია დათაშვილზე

October 29, 2025
“საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას, ქირურგიული ჩარევისა და შემდგომი, რთული რეაბილიტაციის პროცესის ჩათვლით, შესაბამის გარემო-პირობებში” –  ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია დათაშვილზე

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია, დაკავებული ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურებს მოუწოდებს, დაიცვან სამედიცინო ეთიკისა და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია.

გავრცელებულ განცხადებაში,  ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია წერს, რომ დათაშვილი საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას, ქირურგიული ჩარევისა და შემდგომი, რთული რეაბილიტაციური პროცესის ჩათვლით, შესაბამის გარემო-პირობებში.

“ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური განცხადება
ჩვენ, ქართელ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია, ვაკვირდებით რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და თავისუფლება-აღკვეთილი ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც სამედიცინო ეთიკისა და ჰუმანური ღირებულებებისადმი ერთგული ორგანიზაცია, ვაცხადებთ და შევახსენებთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და ჰუმანური მოპყრობა არის ფუნდამენტური უფლება, რომლის გარანტირება აუცილებელია ნებისმიერი მოქალაქისთვის, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა.
ჩვენ განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოვთქვამთ ღირსეული პედაგოგის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფრომაციით, პროგრესულად უარესდება დღიდან მისი თავისუფლების აღკვეთისა.
ნინო დათშვილი საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას, ქირურგიული ჩარევისა და შემდგომი, რთული რეაბილიტაციია პროცესის ჩათვლით, შესაბამის გარემო- პირობებში.სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ და ვთხოვთ, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურებს, დაიცვან სამედიცინო ეთიკისა და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია.
ქართელ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ასევე, სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ პედაგოგსა და კოლეგას, ვინც თავიანთი საქმიანობა მიუძღვნეს ადამიანის ჯანრთელობას, განათლებასა და კეთილდღეობას.
ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ადამიანური ღირსების, ჯანმრთელობისა და პროფესიული პატიოსნების დაცვისადმი.’ – წერია განცახდებაში.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • “მივიღე რთული გადაწყვეტილება”- ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
  • კანონში ცვლილებები შედის – მნიშვნელოვანი ინფორმაცია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge