Monday, March 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

October 28, 2025
ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდა ქალი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ბიოლოგიის დოქტორ ჟანა ჭითანავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

ჟანა ჭითანავა დაიბადა 1965 წელს ხობში. 1982 წელს წარმატებით დაამთავრა ბათუმის №22 საშუალო სკოლა და ჩაირიცხა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1987 წელს ბიოლოგია-ქიმიის სპეციალობით.

1994 წლიდან საქმიანობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც თავდაპირველად ფაკულტეტის მდივნის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 1997 წლიდან გახდა ზოოლოგია-წყლის ბიორესურსების კათედრის წევრი.

2006 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ აივენგო შათირიშვილის ხელმძღვანელობით, წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ზოგიერთი პესტიციდის და გამა-დასხივების განმხოლოებული და ერთობლივი მოქმედებით გამოწვეული გენეტიკური ცვლილებების შესწავლა სოიაში“ და მიენიჭა ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ჟანა ჭითანავა იყო 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, დამხმარე სახელმძღვანელოს „გენეტიკური ამოცანები“ ერთ-ერთი ავტორი და სახელმძღვანელო „გენეტიკა და საზოგადოება“-ს რეცენზენტი. მისი სამეცნიერო კვლევები გამოქვეყნებულია მაღალი რეიტინგის ჟურნალებში.

იგი აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში. მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასსა“ და ფრანგულ სკოლაში, როგორც ბიოლოგიის სერტიფიცირებული, წამყვანი მასწავლებელი.

2014 წელს არჩეული იქნა ბიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორად, ხოლო 2021 წელს – ასოცირებულ პროფესორად. ასწავლიდა ბიოლოგიისა და ეკოლოგიის მიმართულების მრავალ სასწავლო კურსს: პოპულაციების ეკოლოგიას, ევოლუციურ მოძღვრებას, სამედიცინო ეკოლოგიას, გეოეკოლოგიას, ეკოლოგიურ გენეტიკას და ბიოლოგიის სწავლების მეთოდიკას. ხელმძღვანელობდა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებს.
ჟანა ჭითანავა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პედაგოგიური პასუხისმგებლობითა და ადამიანური სითბოთი.

ჟანა ჭითანავას ხსოვნა სამუდამოდ დარჩება როგორც კოლეგების, ისე სტუდენტების მეხსიერებას“, – წერს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე-4 დღეა, მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ნაწილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სკოლის დანგრეული შენობის წინ – ვითარება მოითხოვს დაუყოვნებელ რეაგირებას” – ნიკა ჩერქეზიშვილი
  • პარლამენტში ხელახლა დაინიცირდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ითვალისწინებს
  • „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის განცხადებით, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი პურის ღირებულებაზე არ აისახება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge