Thursday, February 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვრცელდება მცდარი ინფორმაცია”- შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

October 28, 2025
“ვრცელდება მცდარი ინფორმაცია”- შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით ,,საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808“ მიერ, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება მცდარი ინფორმაციის შემცველი გზავნილები, თითქოს ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციისწარდგენის შესაძლებლობა აქვთ შემდეგ მისამართებზე – თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა N68 და ვახტანგ გორგასლის ქუჩა N16.

„ხაზგასმით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მისამართებზე არ ფუნქციონირებს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები. ამასთან, SMS-ის ავტორები მომხმარებლებს, საკუთარი ინიციატივით/თვითნებურად, აწვდიან შემოსავლების სამსახურთან გადაუმოწმებელ/დაუზუსტებელ ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ,,საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808“-ს უზრუნველყოს მცდარი/არაზუსტი მონაცემების დაუყოვნებლივ გასწორება.

აქვე, დამატებით კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელს შეუძლია საგადასახადო ორგანოში დეკლარაცია წარადგინოს, მოქალაქეთა სერვისცენტრში მიუსვლელად, ელექტრონული დეკლარირების საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელი:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1607

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით – “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო-სატელეფონო ცენტრს 2 299 299.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში და ნებისმიერი მათთვის საინტერესო ინფორმაცია გადაამოწმონ გადასახადების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ უწყებასთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ილიას უნივერსიტეტში მხოლოდ პედაგოგიკა და STEM პროგრამები დარჩება
  • ცნობილია, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას
  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბულისკირია დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge