ხელისუფლების მიერ პარტიების აკრძალვა ისევე უკანონოა, როგორც მთლიანად ეს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება, – ამის შესახებ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს ეხმაურება.
“ამ ხელისუფლების მიერ პარტიების აკრძალვა ისევე უკანონოა, როგორც მთლიანად ეს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება. დღეს რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, როგორც გადაწერა საქართველოს თანამედროვე ისტორია, არის რუსების მიერ შეთხზული და მოგონილი მათი კოლონიის ისტორია.
საქართველო რუსეთის კოლონია არასდროს, არასდროს გახდება. ხოლო ეს თანამედროვე ორჯონიკიძეები კი არასდროს, არასდროს დაგვავიწყდება!
ბოლომდე!” – წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ, “ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო”-ს აკრძალვით მიმართავს.
