მომღერალი თემურ თათარაშვილი მაყურებლისა და მსმენელის მიერ გამოთქმულ კრიტიკასა და შეურაცხყოფას სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს:
“ახლა თვალი გადავავლე საახალწლო ჩემს გამოსვლებს სხვადასხვა არხებზე. ყველგან პოზიტიური კომენტარებია მხოლოდ ტვ -“პირველის” მაყურებელი მლანძღავს და იმასაც წერენ, რომ დავაყრუე თურმე… ვეღარ მღერის და რას გამოდისო, მინდა გითხრათ, რომ რაც თქვენი პატივცემული ზის ციხეში, მას შემდეგ დავკარგე ნერვიულ ნიადაგზე ხმა”, – წერს თათარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.