Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს

October 27, 2025
ზურა ჯაფარიძეს კვლავ ჩაუსაფრდნენ, მან გამაფრთხილებლად იარაღიდან გაისროლა

უვიზო რეჟიმს გააუქმებენ! დღეს არა, ხვალ. რუსეთია აქ და შენგენის ზონას არ აქვს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა”, – „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს.

ზურაბ ჯაფარიძე წერილში საქართელოსათვის უვიზო რეჟიმის გაუქმებასა და ევროპაში სწავლის შესაძლებლობების წართმევაზე საუბრობს და თვლის, რომ საგანმანათლებლო რეფორმის გატარების შედეგად ევროპაში წასვლა ახალგაზრდებისათვის პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.

„ძალიან არასერიოზულია შეწუხებული სახეებით არგუმენტირებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ „ქართული სირცხვილის“ მიერ დაანონსებული ე.წ განათლების რეფორმა თურმე არ გააუმჯობესებს განათლების ხარისხს ქვეყანაში, თურმე პირიქით, გააუარესებს ამიტომ და ამიტომ.

ამ დისკუსიაში შესვლა ნიშნავს, რომ უშვებთ ალბათობას, თითქოს რუსებმა აქ შეიძლება კარგი და სასურველი რეფორმა გაატარონ განათლების სისტემაში.

Come on! რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? ისევ ვერ ხვდებით, სად ვართ?

რასაც აპირებენ, მაგის მოკლევადიანი მიზანია, გაწმინდონ კრიტიკული აზრისგან სისტემა და მოკლან ბოლო თავისუფალი სივრცე (რამდენიმე უნივერსიტეტი), ხოლო გრძელვადიანი – დატოვონ მომავალი თაობები კრიტიკული აზროვნების უნარის გარეშე, რომ ვერ შეძლონ მტრის და მოყვრის გარჩევა.

მაგრამ ამის ლაპარაკსაც არ აქვს დიდი აზრი, რადგან ვისაც ესმის, სად ვართ, იმას ესეც ესმის.

რაც უნდა ითქვას ხშირად და ყველგან არის ის, რომ დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი. ეს უნდა მივიდეს იმ ყველა მშობლის ყურამდე, ვინც დღეს გაყურსულია და იმედი აქვს, რომ მისი შვილები აქედან გააღწევენ, სასწავლებლად წავლენ სადმე.

ესაა ასახსნელი ბევრჯერ და ყველგან.

ცოტა ხანში სასწავლებლად წასასვლელად ახალგაზრდას დასჭირდება ჯერ ვიზაზე რიგში დგომა რომელიმე საელჩოში, თავისი აპლიკაციების შევსებით და ფოტოების გადაღებით, მერე მე-12 სასწავლო წლის სადმე დასრულება, მერე ხელახლა ვიზაზე და ა.შ ანუ 100-დან 5 თუ წავიდა, კარგი შედეგი იქნება.

ამაზეა სალაპარაკო და არა იმაზე, როგორი ცუდია თითო ფაკულტეტი თითო უნივერსიტეტში და იმაზე, რომ ამას რუსეთი აკეთებს.

და ბარემ, რადგან ვიზები ვახსენე, უნდა მორჩეს ეს ღლაბუცი – „ჩვენ ვთხოვეთ, რომ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს და მარტო რეჟიმის საყრდენები დასანქცირდნენ“. რას აკეთებთ? ქულებს იწერთ ხალხის თვალში, რომ უვიზოს გადარჩენას ჩალიჩობთ? ანუ ხვეწნაზეა? ხვეწნის გამო მოგვცეს თავის დროზე? და რომ შეაჩერებენ, მერე რას იტყვით, არ გაითვალისწინეს ჩვენი ხვეწნაო? თქვენ თუ არ იტყვით, იმედი ხომ იტყვის ამას?

გააუქმებენ! დღეს არა, ხვალ. რუსეთია აქ და შენგენის ზონას არ აქვს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა. იქ ზუსტად ესმით, რომ როცა საქართველოს პასპორტიანი რუსი ვიღაცას პოლონიუმს შეურყევს ჩაიში გერმანიაში ან „ნავიჩოკს’“ შეაზელს პიჯაკის სახელოში საფრანგეთში, უკვე ძალიან გვიან იქნება.

ამიტომ მორჩით ამ მაიმუნობას. აღარ არის ასეთების დრო“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს განცხადებას ავრცელებს
  • ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge