რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „რადიკალურად“ შეცვალა მიდგომა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასასრულის მიმართ.
“ახლა ისინი (აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები) მხოლოდ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობენ – ეს რადიკალური ცვლილებაა. ეს ასევე ნიშნავს, რომ ევროპელები არ სძინავთ, არ ჭამენ და ამ ადმინისტრაციას ხელებს უგრეხენ” – აღნიშნა ლავროვმა.
უნგრულ YouTube-არხ Ultrahang-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლავროვი უკმაყოფილოა, რომ ახლა თეთრი სახლი პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტაზე აკეთებს აქცენტს.
მისი შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციამ პოზიცია თითქოს ევროპის გავლენით შეცვალა.
