ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ერთადერთი ძაფი, რაც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან აკავშირებს სწორედ ის პროტესტია, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს.
როგორც ლომჯარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, სწორედ ეს პროტესტი არ აძლევს ევროკავშირს საშუალებას, ქართველი ხალხი მიატოვოს როგორც სახელმწიფო და როგორც ერი.
ყოფილი სახალხო დამცველი “ოცნების“ მხარდამჭერებსაც მიმართავს და ახსენებს მათ, რომ სწორედ ამ პროტესტი დამსაუხრებითაა, მათ და მათი ოჯახის წევრებს ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად სიარული რომ შეუძლიათ.
პროტესტი ის ერთადერთი ძაფია, რაც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან აკავშირებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ გვინდა უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, ევროკავშირმა თქვას, რომ ეს ქვეყანა დაულაგებელია, მოდი დავანებოთ თავი და შევეშვათ ამ ხალხს, ერთადერთი რამ, რაც ჩვენ გვაკავშირებს როგორც საზოგადოებას და ქვეყანას ევროკავშირთან ეს არის სტატუსი და ის პროტესტი, რომელიც არ აძლევს მათ საშუალებას მიგვატოვონ, როგორც სახელმწიფო, როგორც ერი და მათ შორის ის ფაქტიც, რომ ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ არ უნდა შეუწყვიტონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს და თქვენი რეაქცია უნდა იყოს მიმართული უფლებადამრღვევი პირების მიმართ, ერთადერთი, რაც ზურგს გვიმაგრებს, ამ არგუმენტის უკან ის პროტესტია, რაც მიმდინარეობს საქართველოში. “ქართული ოცნების “მომხრეებს ვეუბნები, სწორედ იმ ხალხის დამსახურებაა, რომ თქვენ და თქვენი შვილები დადიხართ დღეს ევროკავშირში, რადგან ყველა მოტხოვნა “ოცნებას“ დარღვეული აქვს, წინაპირობა შეუსრულებელია და რის გამოც ხელს ვერ გვიშვებენ არის ის, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის ყოველდღიურ თავგანწირვას ევროპული იდეებისთვის, – ამბობს ლომჯარია.
