Friday, January 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნეტავი, იქ თეატრი არის?!” – ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

December 31, 2021
“ნეტავი, იქ თეატრი არის?!” – ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

2022 წელს საქართველო იმ ადამიანების გარეშე ხვდება, რომლებაც ქვეყნის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვეს, პროფესიული საქმიანობით, შემოქმედებითი ოსტატობით, პიროვნული ღირსებებითა და რაც ყველაზე მთავარია – ხალხის სიყვარულით.

2021 წელს “დაგვტოვეს” :

კახი კავსაძე –  ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). კოტე მარჯანიშვილის (2009) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

დაიბადა 1935 წლის 5 ივნისსს – გარდაიცვალა 2021 წლის, 27 აპრილს.

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ "ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

გურამ დოჩანაშვილი – გურამ დოჩანაშვილი – ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

დაიბადა – 1939 წლის 26 მარტს – გარდაიცვალა – გარდაიცვალა 2021 წლის, 3 აპრილს.

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

ანზორ ერქომაიშვილი – ქართველი მუსიკოსი, პოლიტიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნების მუშაკი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე;

დაიბადა – 1940 წლის 10 აგვისტოს – გარდაიცვალა 2021 წლის, 31 მარტს;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

მარინა ჯანაშია – ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი;

დაიბადა – 1949 წლის 28 დეკემბერს – გარდაიცვალა – 2021 წლის, 27 მაისს;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ "ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

რეზო გაბრიაძე – ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი, სცენარისტი და მოქანდაკე.

დაიბადა – 1936 წლის 29 ივნის – გარდაიცვალა 2021 წლის, ქუთაისი –  6 ივნისს;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

გივი ალხაზიშვილი – ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი.

დაიბადა – 1944 წლის 26 მაისს – გარდაიცვალა 2021 წლის, 4 აგვისტოს;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

გელა ჩარკვიანი – ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი.

1982-1992 წლებში იყო საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ვიცე-პრეზიდენტი; 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო;

დაიბადა 1939 წლის 1 მარტს – გარდაიცალა 2021 წლის, 9 ნოემბერს;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

თემურ წიკლაური – ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ “ივერია”-ს წევრი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი  და თბილისის საპატიო მოქალაქე;

დაიბადა – 1946 წლის 22 იანვარს – გარდაიცვალა 2021 წლის, 1 თებერვალს;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

ზურა დოიჯაშვილი –  მომღერალი; იგი 25-ზე მეტი წლის განმავლობაში წერდა სიმღერებს და ამ ხნის განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი სიმღერა შექმნა და შეასრულა.

2021 წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა, მძიმე დაავადებას მომღერალი რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა.

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

ზურაბ რთველიაშვილი – ქართველი პოეტი, მულტიმედია არტისტი და აქტივისტი.

დაიბადა – 1967 წლის 16 ოქტომბერს – გარდაიცალა – 2021 წლის, 20 აპრილს;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

რამაზ (ბუბა) ხოტივარი – ქართველი კინორეჟისორი, კინოდრამატურგი, კინომსახიობი, პროფესორი, 1974 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

დაიბადა 1946 წლის 23 ივნისს – გარდაიცვალა 2021 წლის, 7 მაისს;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

თამაზ კვაჭანტირაძე – მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი.

დაიბადა – 1940 წლის 7 ივნისს –  გარდაიცვალა 2021 წლის, 15 აგვისტოს;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

ჯარჯი ფხოველი (დავით ციგროშვილი) – პოეტი

დაიბადა 1943 წლის 18 ოქტომბერს – გარდაიცვალა – 2021 წლის,  27 მაისს;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

ჯემალ ჭკუასელი – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტ-მომღერალი,  „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სახალხო არტისტი;

დაიბადა – 1935 წლის 18 მაისს — გარდაიცვალა 2021 წლის 17 დეკემბერს;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

ლევან ცუცქირიძე – ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, პროფესორი, ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი;

დაიბადა 1926 წლის 12 იანვარს  – გარდაიცვალა – 2021 წლის, 17 ნოემბერს;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

ამირან ქადეიშვილი – ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. ხელოვნების ქურუმის ჯილდოს მფლობელი;

დაიბადა –  1936 წლის, 4 მარტს – გარდაიცვალა –  2021 წლის, 6 ოქტომბერს;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

თამაზ გამყრელიძე –  ქართველი ენათმეცნიერი, 2005–2013 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1974), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964), ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი (1971), ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2006), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი (2007), თბილისის საპატიო მოქალაქე (2000).

დაიბადა – წლის, 23 ოქტომბერს – გარდაიცვალა -2021 წლის 10 თებერვალს;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

ნუგზარ ზაზანაშვილი – პოეტი, გეოგრაფი, გეოლოგი, მეცნიერი, პუბლიცისტი

90-იანი წლების დასაწყისიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (ჭჭF) კავკასიის პროგრამის დაარსების დროიდან, თანამშრომლობდა ამ ორგანიზაციასთან. იყო ამ პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი კოორდინაციითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით;

დაიბადა 1957 წლის 11 მარტს – გარდაიცავალა – 2021 წლის, 10 მაისის;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

დიმიტრი ერისთავი – ქართველი მხატვარი და გრაფიკოსი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1985), შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის (2006) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი;

დაიბადა 1931 წლის – 18 ივნისს – გარდაიცვალა – 2021 წლის, 5 აგვისტოს;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

დავით სოკოლოვი – საქართველოს პირველი არხის ტელეწამყვანი, საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან საინფორმაციო პროგრამა “მოამბის”, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. მას თბილისის ტელეანძის მიმდებარედ წელს ვარსკვლავიც გაუხსნეს.

ლეგენდარული ტელეწამყვანი 2021 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

დავით ხახალეიშვილი – ბარსელონის ოლიმპიური თამაშების და ევროპის სამგზის ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი 11 იანვარს მინსკში გარდაიცვალა. ის 49 წლის იყო.

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, პირველი ქართველი სპორტსმენი იყო, რომელიც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამოუკიდებელი საქართველოს დროშით ხელში გავიდა.

ამასთან, ის პირველი ქართველი ოლიმპიელია, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა.

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

კოტე მგალობლიშვილი – მსახიობი და საქართველოს პარლამენტის არაერთ გზის დეპუტატი კოტე მგალობლიშვილი გარდაიცვალა. ის 2021 წელს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. საზოგადოებამ მგალობლიშვილი ფილმიდან “უდიპლომო სასიძო” გაიცნო, სადაც მან ბიჭიკოს როლი შეასრულა.

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

ლეილა ძიგრაშვილი – მსახიობი; 1948-1966 წლებში იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, ხოლო 1966-წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

ერმალო მაღრაძე – დაიბადა – რეჟისორი და ოპერატორი. 1943 წლის, 14 დეკემბერს;

რეჟისორი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მაღრაძე 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით.

1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. 2000 წლიდან მოღვაწეობს ზესტაფონში. გადაღებულია რამდენიმე ფილმში;

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

ლექსო ლაშქარავა – ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი;  გარდაიცვალა 2021 წლის, 11 ივლისს;

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ლექსო ლაშქარავაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა ფიზიკურად იძალადეს და პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ტრავმები იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ოპერატორის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. ლექსო ლაშქარავამ კლინიკა რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ დატოვა. 11 ივლისს კი გამთენიისას, ის სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა.

"ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ "ნეტავი, იქ თეატრი არის?!" - ადამიანები, რომლებსაც 2021 წელს გამოვემშვიდობეთ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა – სად არის შეზღუდული გადაადგილება?
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე აფეთქება მოხდა არის მსხვერპლი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge